Tesla Samsung-ისგან ენერგიის შენახვის სისტემებისთვის განკუთვნილ $2 მილიარდის ღირებულების აკუმულატორებს შეისყიდის

Tesla Samsung-ისგან ენერგიის შენახვის სისტემებისთვის განკუთვნილ $2 მილიარდის ღირებულების აკუმულატორებს შეისყიდის
სამხრეთკორეული კომპანია Samsung SDI-მა Tesla-თან აკუმულატორზე დაფუძნებული ენერგიის შენახვის სისტემების (ESS) მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.
გარიგების საერთო ღირებულებით 3 ტრილიონზე მეტი ვონია ($2,11 მილიარდი) სამი წლის ვადაში,- ამის შესახებ გაზეთი Korea Economic Daily იუწყება.
Samsung SDI სამხრეთკორეული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია აკუმულატორების, ენერგიის შენახვის სისტემების (ESS) და ელექტრონიკისთვის მასალების წარმოებაზე.
შეთანხმება Samsung SDI-სა და Tesla-ს შორის ESS აკუმულატორების მიწოდებას ეხება — ეს არის დახვეწილი სისტემა, რომელიც აკუმულატორთან დაკავშირებულ ტექნოლოგიას ელექტროგიდსაშესაბმელთან აერთიანებს და უზრუნველყოფს ენერგიის შენახვასა და რეგულირებას.