ჩინელი ელექტრომობილების მწარმოებლები ცდილობენ მყიდველების მოზიდვას სხვადასხვა სტიმულის საშუალებით, ხოლო Tesla ზრდის მისი ყველაზე პოპულარული მოდელის ფასს ჩინეთში.
1-ელ აპრილს Tesla-მ გამოაცხადა ჩინეთში Model Y SUV-ის ფასის 5 ათასი იუანით ($690) გაზრდა.
Nio-მ განმარტა, რომ ის გამოიყენებს 1 მილიარდ იუანს სუბსიდიების უზრუნველსაყოფად ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებისთვის, რომელთაც Nio-ს ელექტრომობილის შეძენა სურთ.
1 აპრილიდან, ბენზინზე მომუშავე მანქანების მფლობელები, რომლებიც Nio-ს ახალ მოდელებს იყიდიან, 10,000 იუანის სუბსიდიას მიიღებენ, ნათქვამია ავტომწარმოებლის პრესრელიზში.
კომპანია XPeng-მა გამოაცხადა, რომ ელექტრომობილების ზოგიერთ მოდელის ფასს 20 ათასი იუანით შეამცირებს და Chery Automobile-ი კი მყიდველებს ღირებულების გარკვეულ ნაწილს აუნაზღაურებს.
