Tesla ჩინეთში წარმოებულ Model Y-ზე ფასებს ზრდის

1-ელი აპრილიდან ავტომწარმოებელი Tesla ჩინეთში აწყობილ Model Y-ზე ფასებს გაზრდის, – ინფორმაცია კომპანიამ Reuters-ს დღეს დაუდასტურა.
ავტომწარმოებლის ცნობით, Model Y-ის ფასები ჩინეთში 5 000 იუანით გაიზრდება, თუმცა მანამდე, 22 მარტიდან, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ამავე მოდელის ფასები, საშუალოდ, 2 000 ევროთი მოიმატებს. კომპანიამ გასულ კვირას ამავე მოდელზე -ში ფასის 1 000 დოლარით ზრდაც დააანონსა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში Model Y-ის ღირებულება 700 დოლარით იზრდება, თუმცა სადაზღვევო სუბსიდიებისა და სხვა პრივილეგიები, რომლითაც კომპანია ჩინეთში სარგებლობს, ძალას მომავალი თვიდან კარგავს, ამიტომ ადგილობრივი მედია ფასების 3 200 დოლარით ზრდაზე იტყობინება.
არსებობს მოსაზრება, რომ პირველ კვარტალში, რომლის დასრულებამდეც მხოლოდ 10 დღე რჩება, Tesla გაყიდვების მიზანს ვერ შეასრულებს.