Tesla ჩინეთთან თანამშრომლობისთვის მზადაა – Forbes

ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი, ბიზნეს საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ, Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს შეხვდა.
შეხვედრაზე ხან ჭენგიმ აღნიშნა, რომ Telsa-ს შეუძლია გამოიყენოს შესაძლებლობა, გაიზიაროს ჩინეთის განვითარების სარგებელი და შეიტანოს დიდი წვლილი ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებში.
როგორც ილონ მასკმა თქვა, თავის მხრივ Telsa მზადაა გააღრმაოს ინვესტიციები და თანამშრომლობა ჩინეთთან და პოზიტიური როლი ითამაშოს -ჩინეთის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთქმედების ხელშეწყობაში.
„ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შეერთებული შტატებისთვის, ასევე ჩინეთისთვის. ჩინეთის გავლენა საერთაშორისო საქმეებზე იზრდება და შეერთებული შტატები მზადაა განავითაროს პროდუქტიული ურთიერთობა ჩინეთთან მომავალ წლებში, გააძლიეროს დიალოგი და თანამშრომლობა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე და ერთად იმუშაოს მსოფლიოს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ – აღნიშნეს შეხვედრაზე.