Business Insider-ი აცხადებს, რომ Tesla თანამშრომლებს საშუალოზე დაბალ ხელფასს უხდის, თუმცა კომპანიის აქციების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. გამოცემა წერს, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ Tesla-ს შიდა სახელფასო მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია თითქმის 100 ათასი თანამშრომლის მონაცემები.
კომპანიაში მომუშავე წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ,,სისტემა შექმნილია ფანატიკოსების მოსაძებნად. მათ სხვაგან შეიძლება უკეთ გადაუხადონ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება Tesla-ს გულშემატკივრები.“
Tesla-ს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც ავტომწარმოებელში 2024 წლამდე მუშაობდა, განაცხადა, რომ ინჟინრების შერჩევის პროცესი ჩვეულებრივ მინიმუმ ცხრა ინტერვიუს მოიცავს და შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ,,სახელფასო სტრუქტურა შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ ისინი, ვისაც უბრალოდ უნდა მოვიდეს და წავიდეს.’’- განმარტა Business Insider-ის წყარომ.
Business Insider-ის ინფორმაციით, არახელმძღვანელ თანამდებობებზე სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანების საშუალო ხელფასი შემდეგნაირად ნაწილდება: იურიდიული სერვისებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი ყველაზე მეტს იღებს, ხოლო მომხმარებელთა დახმარების თანამშრომლები ყველაზე ნაკლებს.