Tesla-ს დეველოპერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც Tesla Optimus-ის განახლებული შესაძლებლობები წარმოადგინეს. ამჯერად ჰუმანოიდი რობოტმა აჩვენა, რომ ყოველდღიური საქმეების კეთება შეუძლია, მათ შორის ტანსაცმლის დაკეცვა. ასეთი მცირე მანიპულაციების შესრულება საკმაოდ იოლია ადამიანისთვის, მაგრამ რთული შესასრულებელია ჰუმანოიდისთვის.
ვიდეოში ჰუმანოიდი რობოტი მაგიდაზე დადებული კალათიდან მაისურს იღებს, დებს მაგიდაზე, ასწორებს მას და კეცავს ისე, რომ ოთხკუთხედ ფორმას აძლევს.
როგორც ილონ მასკის განმარტებებიდან გახდა ცნობილი, ამ შემთხვევაში რობოტი დამოუკიდებლად კი არ მოქმედებდა, არამედ იმეორებს მანამდე ოპერატორის მიერ შესრულებულ ქმედებას. ანუ კალათა უფრო შორს რომ მდგარიყო და მაგიდა უფრო მაღალზე ყოფილიყო, ვერ შეძლებდა ორიენტირებას და სამუშაოს სწორად შესრულებას.
მასკის თქმით, ოდესმე Tesla-ს რობოტები ასეთი ოპერაციების შესრულებას სრულიად ავტონომიურად შეძლებენ. მან ადრე განაცხადა, რომ Optimus-ის რობოტები საკუთრებაში ნერვულ ქსელს სხვადასხვა ოპერაციების შესასწავლად გამოიყენებენ და მათ მიერ შესრულებული ამოცანების დიაპაზონი საკმაოდ ფართო იქნება.