Tesla-ს საკვანძო ტოპ–მენეჯერმა კომპანია დატოვა
Tesla-ს ტოპ-მენეჯერმა ომიდ აფშარმა, რომელიც ერთ-ერთ საკვანძო თანამდებობას იკავებდა, კომპანია დატოვა, – წერს გაზეთი Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
აფშარი პასუხისმგებელი იყო Tesla-ს გაყიდვებზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ამ თანამდებობაზე, ის გასულ წელს დაინიშნა.
წყაროების ცნობით, კომპანია Tesla-ს ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების ადამიანური რესურსების დირექტორმა ჯენა ფერუამაც დატოვა.
