Tesla-ს აქციების ვარდნის ფონზე, ილონ მასკი სახელმწიფო მართვაში მონაწილეობას შეამცირებს

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მაისიდან სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. Associated Press-ის ინფორმაციით, მასკის გადაწყვეტილება Tesla-ს აქციების ვარდნას უკავშირდება.
მასკის თქმით, სამომავლოდ სახელმწიფო საქმეებზე კვირის მხოლოდ „ერთ ან ორ დღეს“ დახარჯავს.
22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში Tesla-ს მოგება 71%-ით, ხოლო შემოსავალი 9%-ით შემცირდა.
ელექტრომობილების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში 13%-ით დაეცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 336,681 ერთეულს მიაღწია, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის მესამე კვარტალის შემდეგ. ანალიტიკოსები Tesla-ს გაყიდვებს 360,000-დან 390,000-მდე ერთეულის ფარგლებში პროგნოზირებდნენ.
მასკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია ახლა დიდი გამოწვევის წინაშეა, მათ შორის ყველაზე მწვავე ევროპაში მოთხოვნის მკვეთრი ვარდნაა, რაც ილონ მასკის განცხადებებისა და ქმედებების უკავშირდება. გარდა ამისა, კომპანიას დამატებითი ზეწოლა ხვდა -ში იმპორტის ტარიფების გაზრდის გამო, რაც უარყოფითად აისახა როგორც Tesla-ზე, ასევე სხვა ავტომწარმოებლებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-ს უახლესი, ბიუჯეტური Model Y-ის მოდელის გამოშვება რამდენიმე თვით გადავადდა.