Tesla სრულად ავტონომიური ორადგილიანი Cybercab-ების წარმოებას 2026 წლის მეორე კვარტალში დაიწყებს

ამერიკული კომპანია Tesla მომავალი წლის მეორე კვარტალში სრულად ავტონომიური ორადგილიანი Cybercab ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს, – განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა.
„ეს მანქანა ცოცხალი არსების შეგრძნებას მოგვცემს. სწორედ ასეთი კარგი იქნება “, – განაცხადა მან გასული კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გამართული სატელეფონო კონფერენციის დროს.
Cybercab გასულ წელს წარადგინეს. მას არ აქვს საჭე და პედლები.
Tesla ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლომდე ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე თავისი რობოტაქსის სერვისი სრულად უპილოტო გახდეს.
ვრცლად interfax – ზე