Tesla პირველი ელექტრო სპორტულ მანქანას 2025 წელს გამოუშვებს

ავტომწარმოებელი Tesla შეეცდება, რომ თავისი ელექტრო სპორტული ავტომობილი Roadster მომავალ წელს გამოუშვას. დიზაინის წარდგენა წლის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მისივე თქმით, ავტომობილის სერიული დიზაინი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და ფართო საზოგადოებას წარუდგენენ.
2017 წლის ბოლოს, Tesla-მ გამოაცხადა, რომ 4-ადგილიან ბატარეაზე მომუშავე მანქანა, Roadster-ზე მუშაობდა, რომლის გამოშვება თავდაპირველად 2020 წელს იყო დაგეგმილი.
2021 წელს მასკმა Roadster-ის გამოშვება, გლობალური მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებების მოტივით, 2023 წლამდე გადადო.
Tesla-მ 2023 წელს 1,846 მილიონი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რაც 2022 წელთან შედარებით 35%-ით მეტია.