Tesla-სა და LG Energy Solution-ს შორის გაფორმებული $4.3 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი Tesla-სთვის ლითიუმ-ფოსფატური (LFP) ბატარეების მიწოდებას ითვალისწინებს. მიწოდება 2027 წლის აგვისტოდან 2030 წლის ივლისამდე მოხდება. ბატარეები LG Energy Solution-ის ამერიკულ ქარხანაში მიჩიგანში დამზადდება, რაც Tesla-ს საშუალებას აძლევს მზარდი ტარიფების ფონზე შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება. სავარაუდოდ, ბატარეები განკუთვნილია არამარტო ელექტრომობილებისთვის, არამედ ენერგიის საცავი სისტემებისთვისაც, როგორიცაა Tesla-ის Megapack და Powerwall. კონტრაქტი ასევე მოიცავს შვიდ წლამდე მისი გახანგრძლივების შესაძლებლობას. ასევე ჩიპების გაზრდილი მოცულობით მიწოდების პერსპექტივას. თავდაპირველად გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში Tesla-ს სახელი არ იყო ნახსენები.
რატომ არის ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი?:
· ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება – აშშ-ის მიერ ჩინურ ბატარეებზე დაწესებული ტარიფების გამო, Tesla ცდილობს მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას
· ენერგეტიკული სეგმენტის ზრდა – Tesla აქტიურად აფართოებს ენერგიის შენახვის სისტემებს იმ დროს, როცა ელექტრომობილების ბაზარი ნელდება
· ლოკალური წარმოება – მიჩიგანის ქარხანა საშუალებას აძლევს კომპანიას მიიღოს სუბსიდიები და დააკმაყოფილოს ადგილობრივი რეგულაციები
გარდა ამისა, შეთანხმება Tesla-სთვის სტრატეგიული ნაბიჯია. ის შეძლებს ფოკუსირებას ენერგოსექტორზე და აშშ-ში მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებას.
LG Energy Solution-თან კონტრაქტის გაფორმების პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკის კომპანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას Samsung Electronics-ისგან ჩიპების შესყიდვის შესახებ. კონტრაქტი ითვალისწინებს ჩიპების 2033 წლამდე მიწოდებას. შესყიდვის მოცულობა 16,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. Samsung-მა, LGES-ის მსგავსად, არ გაამხილა მომხმარებლის სახელი, თუმცა თავად ილონ მასკმა გააკეთა ეს.
