Tesla-მ ინდოეთში ავტოქარხნის ასაშენებლად შესაძლოა $2 მლრდ-ის ინვესტიცია განახორციელოს

Tesla მართავს მოლაპარაკებებს Reliance Industries-თან ინდოეთში ავტომობილების ერთობლივი საწარმოს შექმნაში. ამის შესახებ ინდური მედია ინფორმირებული წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები მიმდინარე თვეში დაიწყო.
გამოცემის თანახმად, Tesla-ს ინვესტიციები შეიძლება დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი იყოს. ქარხანა შესაძლოა აშენდეს მაჰარაშტრას შტატში, რომელიც მდებარეობს არაბეთის ზღვის სანაპიროზე, რაც ხელს შეუწყობს მანქანების ექსპორტს.
ოთხშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Tesla-ს აქციები გაიზარდა 0,5%-ით. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 29%-ით დაეცა 550,9 მილიარდ დოლარამდე.