Tesla-მ გზებზე კამერების პოვნის და მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციებს ნერგავს

Tesla ახალი ფუნქციას ჩაუშვებს, რომელიც მძღოლებს გააფრთხილებს გზებზე არსებული ე.წ. სიჩქარის კამერების შესახებ.
კომპანიის ელექტრომობილების სანავიგაციო სისტემაში განახლება 27 დეკემბერს უნდა გამოჩნდეს.
გარდა ამისა, Tesla გეგმავს მძღოლის მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციების დანერგვას, მაგალითად, ძილსა და დაღლილობაზე თვალყურის დევნება. სალონში არსებულ კამერას შესაძლებლობა ექნება შეაფასოს „მძღოლის სიცოცხლისუნარიანობა“ ემოციების ცვლილების და მძღოლის მიერ თვალის დახუჭვაზე დაკვირვებით.
აღსანიშნავია, რომ აღწერილი ფუნქციები არ შედის შემდეგი განახლების ოფიციალურ ანონსებში, მაგრამ ექსპერტები წერენ, რომ ისინი გააქტიურდება და Tesla-ს ელექტრო მანქანებში უახლოეს კვირებში გამოჩნდება.