Tesla-მ გერმანიაში Model Y-ის ფასები შეამცირა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ გერმანიაში Model Y-ის ფასები შეამცირა.
კომპანიის ვებსაიტზე დაყრდნობით, Model Y Long Range და Model Y Performance ახლა 5 ათასი ევროთი იაფია (8%-ზე მეტი) ვიდრე გასულ კვირას. უფრო იაფი Model Y-ის უკანა ამძრავი ავტომობილი 4%-ით გაიაფდა.
ერთი კვირის წინ კომპანიამ შეამცირა Model 3-ისა და Model Y-ის ღირებულება ჩინეთში 5,9%-ით და 2,8%-ით შეამცირა.
გასულ წელს Tesla-მ შეამცირა ფასები მთელს მსოფლიოში, რათა დარჩეს კონკურენტუნარიანი სხვა ელექტრომობილების მწარმოებლებთან მიმართებით და მიიღოს უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები, ავტომობილების კრედიტით შეძენის შემთხვევაში.
გერმანიაში კონკურენცია ძირითადად Volkswagen-ისგან მოდის, რომელიც ქვეყანაში უდიდესი ავტომწარმოებელია. გასულ წელს VW-მა გერმანიის ბაზრის წილით Tesla-ს გაუსწრო.