Tesla კალიფორნიაში უფასო თვითმავალი ტაქსის სერვისის გაშვებას გეგმავს – The Washington Post
ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla კალიფორნიაში უფასო თვითმავალი ტაქსის სერვისის გაშვებისათვის ემზადება, – ინფორმაციას The Washington Post-ი აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიას ამჟამად აქვს ნებართვა, რომ შტატში გამოსცადოს თავისი თვითმავალი მანქანები, თუმცა საჭესთან ადამიანი უნდა იმყოფებოდეს. დამატებითი ნებართვის მიღების შემთხვევაში, Tesla-ს მომხმარებლები შეძლებენ, უფასოდ გამოიძახონ კომპანიის ავტომობილები.
გეგმის მიხედვით, როდესაც დამატებით ნებართვას მიიღებს კომპანია გეგმავს ფასიანი სერვისის გაშვებას, რომელიც მომავალში მგზავრების მთელი შტატის მასშტაბით ავტონომიურად გადაყვანას შეძლებს.
