Telegraph: ტრამპი უკრაინისთვის გამარჯვების ფონდის შექმნას გეგმავს

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, -ს პრეზიდენტი განიხილავს უკრაინის გამარჯვების ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც ჩინეთზე დაწესებული ახალი ტარიფებით იქნება დაფინანსებული.

Telegraph წერს, რომ 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ სთან დაგეგმილ შეხვედრამდე, ტრამპმა თავის ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს აღნიშნული გეგმის ევროპელ კოლეგებთან განხილვა დაავალა.

“პრეზიდენტმა ტრამპმა მე და ელჩს დაგვავალა, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის გვეთქვა, რომ მხარს დავუჭერდით ჩინეთზე, როგორც დაარქმევდით ‘რუსული ნავთობის ტარიფს’ ან “უკრაინული გამარჯვების ტარიფს'”, განუცხადა ბესენტმა რეპორტიორებს 15 ოქტომბერს.

“ჩვენი უკრაინელი და ევროპელი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ, რომ გამოგვყნენ. ჩვენ პასუხს გავცემთ, თუ ევროპელი პარტნიორები შემოგვიერთდებიან.” – დაამატა მან.

გამოცემის ცნობით, ეს სტრატეგია ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე 500%-იანი ტარიფის დაწესებას გულისხმობს, ხოლო შემოსული თანხა უკრაინის არმიისთვის შეიარაღებას მოხმარდება.

გეგმის მიზანი პუტინზე მაქსიმალური ეკონომიკური წნეხის დაწესებაა. თუმცა Telegraph-ს დიპლომატიურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ აქამდე ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების იდეას ევროპული ქვეყნების მთავრობების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ