Telegraph-ის ცნობით, საკუთარ „სუროვიკინის ხაზს“ აგებს

როგორც ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი იტყობინება, უკრაინამ ჩრდილოეთით თავდაცვითი სიმაგრეები 63%-ით გააძლიერა.
ახალი ნაგებობები ძალიან ჰგავს იმათ, რომლებიც ადრე ზაპოროჟიეს ოლქში ააგო რუსეთის არმიამ 2023 წლის ზაფხულში უკრაინის ჯარების კონტრიერიშისთვის მზადების პროცესში, ნათქვამია სტატიაში. რუსეთის ჯარების მიერ აგებულ თავდაცვით ხაზს მეტსახელად „სუროვიკინის ხაზს“ უწოდებენ, ვინაიდან ის აიგო უკრაინაში რუსეთის არმიის გაერთიანებული დაჯგუფების მაშინდელი სარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის ინიციატივით.
გათვალისწინებულია ნაგებობათა სამი ხაზი, მათ შორის ტრანშეები, ტანკსაწინააღმდეგო ხაფანგები, რომლებსაც „დრაკონის კბილებს“ უწოდებენ და საყრდენი პუნქტები.
ასეთი სიმაგრეების ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამჟამად ავდეევკიდან 10 კილომეტრზე გადის.
ამასთან, როგორც Telegraph-ის წყაროები ამბობენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინაშე დგას ამოცანა, აიგოს თავდაცვის მოქნილი ხაზი, რათა შეიქმნას შემდგომი შეტევითი ოპერაციების წარმოების შესაძლებლობები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა