Telegraph: ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყში მოკავშირეების ბაზაზე 14 ირანული დრონი ჩამოაგდეს

Shahed-ის ტიპის კამიკაძე დრონიგამოცემა The Telegraph საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანელმა სამხედროებმა ერაყში, ქალაქ ერბილში მოკავშირეების სამხედრო ბაზაზე 14 ირანული დრონი ჩამოაგდეს.
გამოცემის მიხედვით, სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მეტყვიამფრქვევეებმა Rapid Sentry-ის ტიპის სახმელეთო სარაკეტო სისტემბის გამოყენებით 14 ირანული დრონი-კამიკაძე ჩამოაგდეს, რომლებსაც ბაზაზე იერიში უნდა მიეტანათ.
The Telegraph-ს ანონიმური წყარო ეუბნება, რომ ეს ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დღემდე ბრიტანელი სამხედროების მიერ ჩამოგდებული ირანული დრონების ყველაზე მაღალი რაოდენობაა.
ცნობისთვის, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან “ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების” შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება უბრძანა.
ირანთან “კარგი საუბრების” გამო ტრამპი ენერგოობიექტებზე იერიშების 5-დღიან პაუზას აცხადებს
მოგვიანებით, სამთავრობო მედიის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი გაიმართა.
მანამდე, 21 მარტს ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
“თუ ირანი, მუქარის გარეშე, სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ზუსყად 48 საათში დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული უდიდესიდან!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.