Ted Baker-ი დიდ ბრიტანეთში ბოლო 31 მაღაზიასაც ხურავს

ბრენდი Ted Baker-ი დიდ ბრიტანეთში ბოლო 31 მაღაზიას კვირის ბოლომდე დახურავს. BBC -ის ინფორმაციით, მაღაზიების დახურვა 500-ზე მეტი სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს.
კომპანიის ინფორმაციით, სხვა ფირმებთან ურთიერთობით მიღებული ზარალის დაძლევა შეუძლებელი აღმოჩნდა, სწორედ ეს გახდა მაღაზიების დახურვის მიზეზი. აპრილში კომპანიამ 15 მაღაზია დახურა.
Ted Baker-ის ბრენდით დიდ ბრიტანეთში 46 მაღაზია ფუნქციონირებდა, სადაც 975 ადამიანი იყო დასაქმებული.