TBR Football: სლოტს ეჭვი ეპარება – მამარდაშვილის “ლივერპულში” გადასვლა გადაწყვეტილი არ არის

ბრიტანული TBR Football-ი წერს, რომ “ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ბოლო 5 მატჩში 12 გოლი გაუშვა და “ლივერპულის” მწვრთნელს, არნე სლოტს ეჭვი ეპარება, სჭირდება თუ არა ქართველი მომავალ სეზონში:
“ლივერპული” ალისონის შენარჩუნებას არ გამორიცხავს, რაც შესაძლოა, იმას ნიშნავს, რომ “ენფილდზე” გიორგი მამარდაშვილის მისვლა გადაიდება. ზაფხულში ის დაახლოებით 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს, იყო საუბრები “ბორნმუთში” იჯარით გაშვების თაობაზე, მაგრამ სეზონის ბოლომდე “ვალენსიაში” დარჩა. მეკარე “ენფილდზე” გადასვლას აპირებს, თუმცა ალისონის მერსისაიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. 32 წლის ბრაზილიელი “წითლებთან”
კონტრაქტით კიდევ ორი წლითაა დაკავშირებული და მიუხედავად იმისა, რომ ს კლუბები მისი სამსახურით არიან დაინტერესებული, გადაჭრით ვერავინ იტყვის, წავა თუ დარჩება.
არნე სლოტი დარწმუნებული არ არის მამარდაშვილის მიწვევის საკითხში. წყაროებმა TBR Football-ის კორესპონდენტს, გრემ ბეილის აცნობეს, რომ გიორგი “ლივერპულს” ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ კლუბს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ბეკერის გაშვება არ ისურვეს. საუდის არაბეთის კლუბების ალისონისადმი ინტერესი შენარჩუნებულია და თუ მან დარჩენა მოინდომა, მაშინ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
24 წლის ქართველი თეორიულად შეიძლება ალისონის შემდეგ მეორე ნომერი გახდეს, რომელსაც ბევრი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიიჩნევს, მისი დუბლიორი კევინ კელეჰერი კი სხვაგან გადაბარგებას გეგმავს. ჯერ უცნობია, დათანხმდება თუ არა მამარდაშვილი ასეთ პირობებზე “ლივერპულში” გადმოსვლაზე, თუ კიდევ ერთი სეზონით იჯარით სხვა გუნდში თამაშს აირჩევს. ის საუკეთესო ფორმაში არაა, რამაც არაა გამორიცხული, სლოტის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს”.
რა სისულელეა რომელ ფორმაზეა ლაპარაკი გეგონება ერთ კვირაში უნდა ჩადგეს ლივერპულის კარში… იმედია მამარდა კარგად ჩაატარებს გაზაფხულის მატჩებს და ზაფხულში უეჭველი წავა ლივერპულში.
არა ძველებურ ფორმაში კარგა ხანია, ეტყობა ფიქრებით უკვე ლივერპულშია, უნდა მოუმატოს დაუბრუნდეს ძველებურ ფორმას, თორემ გაუჭირდება ლივერპულის ძირითადი კი არა მეორე მეკარეობაც