საერთაშორისო დეველოპერული კომპანია NEXT, რომელიც ინოვაციური პროექტებით სამ კონტინენტზე ქმნის მაღალ საცხოვრებელ და საინვესტიციო სტანდარტებს, უკვე დედაქალაქის ისტორიულ ცენტრში წარადგენს პირველ საცხოვრებელ კომპლექსს – Tbilisi Downtown-ს, რაც არქიტექტურულ და საინვესტიციო გარემოში მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს.
პროექტი მდებარეობს ავლაბარში, თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, სადაც მულტიკულტურული მემკვიდრეობა და ძველი ქალაქის შთამბეჭდავი ატმოსფერო დღემდე შენარჩუნებულია. ავლაბარი მუდამ ქალაქის ღერძს წარმოადგენდა, სადაც საუკუნეების განმავლობაში თბილისის ისტორია ყალიბდებოდა და ტურისტული მიზიდულობის მთავარ ცენტრი გახლდათ ოდითგანვე.
Tbilisi Downtown-ში გაერთიანებულია ძველი თბილისის ესთეტიკა და თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი. მისი მიზანია შეინარჩუნოს ქალაქის ისტორიული ხიბლი, თუმცა ამავდროულად უზრუნველყოს თანამედროვე, მაღალი კლასის საცხოვრებელი გარემო.
კომპლექსი მოიცავს ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურას და მრავალფეროვან სერვისებს – ზუსტად ისე, როგორც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.