TBC UZ-მა შვეიცარიული responsAbility-სგან დამატებით $10 მლნ მოიზიდა

ქართულ “ ბანკის ჯგუფში” შემავალმა TBC UZ-მა, რომელიც უზბეკეთში უმსხვილესი სრულად ციფრული ბანკია, responsAbility Investments AG-ისგან 10 მილიონი დოლარის საკრედიტო რესურსი მოიზიდა.
როგორც bm.ge-ის TBC UZ-დან აცნობეს, ეს ფულადი აქტივების მენეჯმენტის წამყვან შვეიცარიულ კომპანიასთან რიგით მესამე შეთანხმებაა, რაც TBC UZ-ის მიერ responsAbility-სგან ჯამურად მოზიდულ რესურსს 35 მილიონ დოლარამდე ზრდის.
TBC UZ-ში აღნიშნავენ, რომ დაფინანსება ხელს შეუწყობს ციფრული ბანკის საკრედიტო პორტფელის ზრდას და დაეხმარება მას დაფინანსების ბაზის კიდევ უფრო დივერსიფიკაციაში.
“მოხარული ვართ responsAbility Investments AG-სგან დამატებითი $10 მილიონის საკრედიტო რესურსის მოზიდვით, რითაც მათგან მიღებული ჯამური დაფინანსება $35 მილიონამდე გაიზარდა. ეს განგრძობადი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენი ბიზნესმოდელის სიძლიერეს და მზარდ ნდობას უზბეკეთის ციფრული საბანკო სექტორის მიმართ. საკრედიტო პორტფელის ზრდის და პროდუქტების შეთავაზების დივერსიფიცირების პარალელურად, ჩვენ ვრჩებით უზბეკეთში ფინანსური ინკლუზიის ხელშეწყობისა და ფიზიკური პირებისა და ბიზნესების გაძლიერების ერთგული, ციფრულ ფინანსურ სერვისებზე წვდომის საშუალებით”,- განაცხადა “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ