TBC Pay – ონლაინ გადახდები მარტივად

წარმოიდგინეთ რამდენი სახის გადასახადი გვიგროვდება ყოველთვიურად. მაგალითად კომუნალურები, დაზღვევა, ამანათების ტრანსპორტირება, სესხი, სწავლა თუ სახელმწიფო სერვისების გადასახდელები. იცით, რომ ამ და სხვა 1000-ზე მეტი სერვისის გადახდას ფეის ონლაინ სივრცეში უმარტივესად შეძლებთ? მხოლოდ აირჩიეთ რა ფორმითაა თქვენთვის გადახდა მოსახერხებელი – ვებ გვერდით თუ მობილურის აპლიკაციით. გაინტერესებთ როგორ?
თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა
ყველა სახის გადასახადის მარტივად და იოლად გადასახდელად TBC Pay-ის ინტერნეტ გადახდები შეგიძლიათ გამოიყენოთ. საიტზე მარტივი ნავიგაცია გაგიადვილებთ სასურველი სერვისის სწრაფად პოვნას. აქ 9 სხვადასხვა კატეგორიაა წარმოდგენილი. სასურველი გადახდის შესრულებას რეგისტრაციის გარეშეც შეძლებთ, თუმცა გირჩევთ ამისათვის ერთი წუთი გამოყოთ და სრულად ისარგებლოთ ონლაინ პლატფორმის ყველა უპირატესობით –
· ნებისმიერ დროს ნახოთ გადახდების ისტორია;
· საჭიროების შემთხვევაში ნახოთ და ამობეჭდოთ ტრანზაქციის ქვითარი;
· შექმნათ შაბლონები;
· ჩართოთ ავტომატური გადახდები;
· შეიტანოთ თანხა ელექტრონულ საფულეზე და შემდეგ მარტივად განკარგოთ იგი ყველაზე საჭირო გადახდების შესასრულებლად.
თიბისი ფეის პლატფორმაზე ფულადი გზავნილების მიღებაც შეგიძლიათ. მომენტალური გადახდების გარდა, უკვე თანხის მომენტალური მიღებაც შესაძლებელია. ამ დროისათვის აქ გზავნილის ორი ოპერატორის – მარდის და ინტელიექსპრესის სერვისია წარმოდგენილი. გზავნილის მიღებას კი თიბისი ბანკის ანგარიშზე შეძლებთ.
თიბისი ფეი თქვენს მობილურში
ყოველდღიური გადახდების კიდევ უფრო მარტივად შესასრულებლად, თიბისი ფეიმ მობილური აპლიკაცია შექმნა. აპლიკაციის საშუალებით, სხვადასხვა სერვისის გადახდის გარდა, შეგიძლიათ მაგალითად სხვა ადამიანს თანხა რამდენიმე წამში გადაურიცხოთ. ამისათვის კი ოთხი გზა არსებობს – გადარიცხვა მობილურის ნომრით, პირადი ნომრით, ბარათიდან ბარათზე ანდაც პირდპაირ IBAN ანგარიშის მითითებით.
გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში შეგიძლიათ შეტყობინებების მიღების სერვისით ისარგებლოთ. ამისათვის უნდა შექმენათ სასურველი სერვისის გადახდის შაბლონი და მიუთითოთ შეტყობინების ჩართვა. დავალიანების ასახვისთანავე თქვენ ინფორმირებული იქნებით ამის შესახებ და არ გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი გადახდები.
კიდევ ერთი საჭირო სერვისი, რომელსაც თიბისი ფეიზე გადაიხდით, Apple-ის App Store & iTunes-ზე ბალანსის შევსებაა. საქართველოში iPhone-ის უამრავი მომხარებელია, რომელთაც ხშირად სჭირდებათ ფასიანი სერვისებით სარგებლობა. ბალანსზე თანხის შევსებას კი თიბისი ფეის ვებ-გვერდით თუ აპით სულ რამდენიმე წუთში შეძლებთ.
თუ ჯერ არ გიცდიათ ყოველდღიური რუტინული გადასახადების თიბისი ფეისთვის გადაბარება, დროა გაეცნოთ ინოვაციურ ონლაინ სივრცეს. ყველა გადახდის მომენტალური ასახვა, სიმარტივე და ხელმისაწვდომობა ის კომფორტია, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.