TBC–ს სტრატეგიული პარტნიორობა „სილქ როუდ ჯგუფთან“ კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება

TBC-ის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, მერი ჩაჩანიძე, ბანკსა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის მრავალწლიან თანამშრომლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ურთიერთობა ფინანსურ მხარდაჭერას სცილდება და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.
„სილქ როუდ ჯგუფთან 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს როგორც სტუმარმასპინძლობის, ასევე ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქცია —ჯეოსელის შესყიდვა, სწორედ ს მხარდაჭერით განხორციელდა“, — განაცხადა ჩაჩანიძემ BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“.
მისი თქმით, წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში TBC-მ მხარი დაუჭირა ევროს პირველი ობლიგაციის გამოშვებასაც, რაც კომპანიების ფინანსური კაპასიტეტებისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ზრდაზე მიუთითებს.
ჩაჩანიძის თქმით, პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი მასშტაბური სასტუმრო პროექტი, მათ შორის — წინანდალში გახსნილი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც რეგიონის ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად იქცა.
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ჩაჩანიძე ხაზს უსვამს TBC-ის მონაწილეობას კულტურულ ინიციატივებში.
„წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის გენერალური სპონსორობა ჩვენთვის საამაყოა. ეს არის მისაბაძი მაგალითი იმ კომპანიისთვის, რომელსაც სჯერა პასუხისმგებელი ბიზნესის ფილოსოფიის“, — აღნიშნა მან.
მისი თქმით, თიბისი განაგრძობს პარტნიორებთან ერთად ისეთ პროექტებში ჩართულობას, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად სოციალურ და კულტურულ ღირებულებებსაც ემსახურება.
„როგორც ბანკირებისთვის, ძალიან საამაყოა, რომ პროექტებს, ფინანსური წარმატების გარდა, ემოციური წარმატებაც აქვს. ამით ვამაყობთ და მაგალითსაც ვაძლევთ სხვებს“, — აღნიშნა ჩაჩანიძემ.
TBC-ს წარმომადგენლის განცხადებით, ბანკი მომავალშიც განაგრძობს პარტნიორობის ხელშეწყობას იმ მიმართულებებით, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ემსახურება.