TBC-ის მენეჯერებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციები გაყიდეს

TBC Bank Group PLC-ის დირექტორის მოადგილეებმა ნინო მასურაშვილმა და თორნიკე გოგიჩაიშვილმა აქციები გაყიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
კერძოდ, მასურაშვილმა თავისი კუთვნილი 10,149 ცალი ჩვეულებრივი აქციით ივაჭრა (ნომინალური ღირებულებით £0.01), საშუალო გაყიდვის ფასით £32.37. 19-20 მარტის ტრანზაქციის შედეგად მან £328,503.58-ის შემოსავალი მიიღო.
რაც შეეხება თორნიკე გოგიჩაიშვილს, მანაც პრაქტიკულად იგივე რაოდენობის აქციები გაყიდა 10,152 ცალი, საშუალო ფასით £32.37.
ჯამურად კი გოგიჩაიშვილმა ასევე 19-20-ში ვაჭრობის შედეგად £328,600.64-ის შემოსავალი მიიღო.
ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განხორციელდა.
წყარო: gbc.ge