TBC: ვიცავთ გუნდის გამოხატვის თავისუფლებას, სერვისების მიწოდება უპირველესი პასუხისმგებლობაა

Tbc ბანკი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება სამსაათიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას და აღნიშნავს, რომ ბანკი იცავს მათი გუნდის წევრების გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათთვის საბანკო სერვისების მიწოდება უპირველესი პასუხისმგებლობაა.
ბანკმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც შეხვედრა გაიმართა მათ შორის რეჟიმის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედასთან, ლიკა გუნცაძესთან.
TBC-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.
საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა. თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ბანკში გაფიცვასთან დაკავშირებით მისულები იყვნენ რეჟიმის მიერ დაპატიმრებული მსახობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა და აქციებში ჩართული.
ბანკში ითხოვდნენ, არ შეეზღუდოთ თანამშრომლებს გაფიცვის შესაძლებლობა.