TBC აქციონერებისთვის დივიდენდის გადასახდელად ემზადება – რამდენის გადახდა იგეგმება

ბანკი” აქციონერებისთვის 2024 წლის საბოლოო დივიდენდის გადასახდელად ემზადება, – ამის შესახებ ლონდონის საფონდო ბირჟის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ინფორმაციის მიხედვით, “თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC PLC) დირექტორთა საბჭო აქციონერებს დასამტკიცებლად სთავაზობს და რეკომენდაციას უწევს საბოლოო დივიდენდს 2024 წლისთვის 5.55 ლარის ოდენობით თითო აქციაზე.
დივიდენდი, სავარაუდოდ, 11 ივლისს გაიცემა
შეგახსენებთ, 2024 წლის 11 ნოემბერს გადახდილ აქციაზე 2.55 ლარის შუალედურ დივიდენდთან ერთად, ჯამური დივიდენდი 8.10 ლარს გაუტოლდება, რაც წლიურად 12%-იანი მატებაა.