TasteAtlas საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ტრადიციული საკვების მსოფლიოში ავტორიტეტული ონლაინ გზამკვლევი TasteAtlas-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და გამომწერებს ურჩევს, მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო აღმოაჩინონ და შეაფასონ.
„აღმოაჩინეთ მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო, შეაფასეთ კერძები და შეგვატყობინეთ ჩვენს გზამკვლევში რომელიმე ხომ არ გამოგვრჩა“, – წერს TasteAtlas-ი.
ონლაინ გზამკვლევი ხაზს უსვამს, რომ ქართულ სამზარეულოს მჭიდრო კავშირი აქვს ქვეყნის მდიდარ სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობასთან და აბრეშუმის გზისა და მეზობელი რეგიონების კულტურულ გავლენასთან.
„ქართული სამზარეულო ცნობილია თავისი ცოცხალი გემოებით, მრავალფეროვანი ინგრედიენტებითა და უძველესი კულინარიული ტრადიციებით. მას მჭიდრო კავშირი აქვს ქვეყნის მდიდარ სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობასთან და აბრეშუმის გზისა და მეზობელი რეგიონების კულტურულ გავლენასთან. ქართული საკვები ხაზს უსვამს სიახლეს, ცხარე სანელებლებსა და კონტრასტული გემოების ბალანსს.
საკულტო ხაჭაპურიდან, ყველით სავსე პურიდან დაწყებული, ხინკლის ცნობილ უგემრიელეს პელმენებამდე, ქართული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ სამზარეულოდ ითვლება“, – წერს ონლაინ გზამკვლევი.