Tasteatlas-ის საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგში ქართული ამოლესილი ლობიო მე-20 ადგილზეა

Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო ლობიოს კერძების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართული ამოლესილი ლობიო მე-20 ადგილზეა.
Tasteatlas-ი წერს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად წითელ ლობიოს იყენებენ, ხარშავენ, სხვადასხვა სანელებლებით აზავებენ და ჩვეულებრივ მიირთმევენ მჭადთან, ტრადიციულ ქართულ სიმინდის პურთან ერთად.
ასევე გავრცელებულია „ლობიო ნიგვზით“, რომელსაც ცივად მიირთმევენ.
TasteAtlas-ის საკვების რეიტინგი TasteAtlas-ის აუდიტორიის შეფასებებს ეფუძნება.