tass.ru: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ტრადიციულად ელიან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის აფხაზეთსა და …

რუსული პროკრემლისტური მედია წერს, რომ 2024 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ათეულობით ქვეყანაშია მიწვეული. ამის შესახებ „ტასი“ წერს.

„ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 2024 წელს რამდენიმე უცხოური ვიზიტი განახორციელოს, სახელმწიფოს მეთაური ათეულობით ქვეყანაშია მიწვეული. კრემლს ჯერ არ გაუვრცელებია სად გაემგზავრება პუტინი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ტრადიციულად ელიან პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მათ შორის აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბელორუსიაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში“, – წერს „ტასი“.

თავად რუსეთის ლიდერმა ისაუბრა უახლოეს მომავალში მეგობარ ქვეყნებში შესაძლო ვიზიტებზეც.

„არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერჯერობით ვცდილობ, არაფერი დავგეგმო,“ – აცხადებს პუტინი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი