TASS: ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ს პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ანექსირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 22 წლის მებრძოლს, რომელიც მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. დაკავებულს ბრალად ედება სამი რუსი სამხედროს მკვლელობა.

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწერელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა. მან მოკლა ს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე“ – წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართველი მებრძოლი ში 2022 წლიდან გაემგზავრა. მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, „აზოვსტალის“ დატოვების დროს ჩავარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა