TASS: რუსეთის კურსკის ოლქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

გასული 24 საათის განმავლობაში კურსკის ოლქიდან 248 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში, კურსკის რეგიონის ხუთ რაიონში მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებები გატარდა. დღის განმავლობაში 248 ადამიანი, დამოუკიდებლად, თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, სასაზღვრო ტერიტორიებიდან უსაფრთხო ზონებში გაემგზავრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 6 აგვისტოს შემდეგ აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო