TASS: პუტინმა დასავლელ ლიდერებს, მათ შორის ბაიდენს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლელი ლიდერებს, მათ შორის -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არც ამ წელს გაუგზავნა ახალი წლის მისალოცი ბარათები. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა TASS წერს.

როგორც მასალაშია აღნიშნული, პუტინი ტრადიციისამებრ, თავის უცხოელ კოლეგებს ახალ წელს და შობას დეკემბრის ბოლოს ულოცავს.

„30 დეკემბერს კრემლმა გამოაქვეყნა იმ ლიდერების სია, რომლებმაც მისალოცი გზავნილები მიიღეს ს პრეზიდენტისგან. მათ შორის არ არიან დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთის, იაპონიის და რუსეთისადმი არამეგობრული სხვა დიდი სახელმწიფოების ლიდერები. პუტინი მათ უკვე მეორე წელია, მილოცვებს არ უგზავნის.

გარდა ამისა, სიაში კვლავ ვერ მოხვდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი სპორტული ფედერაციების არც ერთი ხელმძღვანელი. სახელმწიფოების და მთავრობის ყოფილი მეთაურების სიიდან, რომლებსაც პუტინი ტრადიციულად ულოცავს, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი 2022 წელს გაქრა – ის წელსაც ვერ მოხვდა სიაში“, – წერს TASS.