აიოვას შტატში სკოლაში სროლისას დაჭრილი დირექტორი გარდაიცვალა. სკოლის დირექტორმა, დან მარბურგერმა თავდამსხმელის შეჩერება სცადა და სკოლის მოსწავლეებს გაქცევის საშუალება მისცა, თუმცა ის სასიკვდილოდ დაიჭრა. სროლას 11 წლის მოსწავლე და სკოლის დირექტორი ემსხვერპლნენ. სროლისას ასევე დაიჭრა ექვსი მოსწავლე.
თავდამსხმელი 17 წლის სკოლის მოსწავლე, დილან ბატლერი იყო. მან ცეცხლი მოსწავლეებს 07:30-ზე სკოლის კაფეტერიაში გაუხსნა. კაფეტერიაში მას სკოლის დირექტორი, დან მარბურგერი მიუახლოვდა და საუბარი სცადა, რა დროშიც მოსწავლეებმა კაფეტერიიდან გასვლა მოასწრეს. დილან ბატლერმა სროლის შემდეგ კაფეტერიაში თავი მოიკლა.
აიოვას გუბერნატორმა დან მარბურგერზე საუბრისას თქვა, რომ ის ყოველთვის ემახსოვრებათ მისი თავგანწირვის და გმირული საქციელის გამო. 15 იანვარს აიოვას შტატში დან მარბურგერისთვის პატივის მისაგებად დროშები ჩამოშვებული იქნება.