გიორგი მარგველაშვილი – ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ სამშობლო გავათავისუფლოთ – ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს

ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტთან განუცხადა, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
მისი თქმით, სამშობლოს გათავისუფლებაში დღეს ყველა სხვადასხვა ფორმითაა ჩართული.
„ტყუილი არ მიიღო არამარტო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, არამედ რიგითმა ქართველმა ამომრჩეველმაც, რომელიც თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ამას ჰქვია ეროვნული მოძრაობის დაწყება, რომ ჩვენი სამშობლო გავათავისუფლოთ. ამ პროცესში ვართ, ყველა სხვადასხვა ფორმით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
კითხვაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციას შეეხებოდა, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია პარლამენტში შევა „საკუთარ თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს“.
„ვფიქრობ, რომ ძალიან ერთმნიშვნელოვნად და მარტივად არის საქმე. ნებისმიერი ოპოზიციური ძალა, რომელიც ვინც შევა პარლამენტში და გახდება ბიძინას მსახურების მსახური, გამოიწერს გაქრობის ვერდიქტს. ვნახავთ, როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი, ვინ რა ფორმით გაკეთებს ამას. ამაზეა დღეს საუბარი. უბრალოდ, ძალიან მარტივია, ყველა თავის თავს სუიციდის ვერდიქტს გამოუწერს და ვნახოთ რა მოხდება. რეალურად, ეს ამ ერთპარტიულ პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას არ შესძენს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება. აქციას უერთდებიან პოლიტიკური პარტიები და სტუდენტები.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც