Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება

Synchron ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება
Synchron Inc ტვინის იმპლანტის ფართომასშტაბიანი ტესტირებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა, Synchron Inc, ილონ მასკის Neuralink ტვინის იმპლანტის ს კონკურენტი, ემზადება პაციენტების დასაქირავებლად ფართომასშტაბიანი კლინიკური ცდისთვის, რომელიც საჭიროა მისი მოწყობილობის კომერციული ნებართვის მისაღებად.
Synchron-მა ორშაბათს გამოუშვა ონლაინ რეესტრი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტესტირებაში გაწევრიანებით, რომელიც მოიცავს ათობით მონაწილეს. აღნიშნული ფაქტით 120-მდე კლინიკური ცენტრი დაინტერესდა.
Synchron-მა -ს ავტორიზაცია წინასწარი ტესტირებისთვის 2021 წლის ივლისში მიიღო და თავისი მოწყობილობა ექვს პაციენტს ჩაუნერგა. კომპანიის განცხადებით, ტესტირებამ არ აჩვენა სერიოზული გვერდითი მოვლენები.
გამოცემის ცნობით, ნიუ-იორკში დაფუძნებული Synchron უფრო შორს არის ტვინის იმპლანტის ტესტირების პროცესში, ვიდრე Neuralink.
ორივე კომპანია, მიზნად ისახავს დაეხმაროს პარალიზებულ პაციენტებს აზრის მოქმედებად გადაქცევაში.