Swiss Re-მ პირველ ნახევარში წმინდა მოგება 24%-ით გაზარდა

შვეიცარიულმა გადაზღვევის კომპანია Swiss Re AG-მ, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება 24%-ით გაზარდა, რამაც ბაზრის მოლოდინს გადააჭარბა.
2025 წლის იანვარ-ივნისში კომპანიის წმინდა მოგებამ 2.61 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 2.01 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.
ანალიტიკოსები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზიც Reuters–ს მოჰყავს, მოგებას 2.47 მილიარდი დოლარის ოდენობით ელოდნენ.
ვრცლად interfax – ზე