ქართულ კრეატიულ ბაზარზე ახალი სარეკლამო სააგენტო Supermarket.ge ამოქმედდა, რომელიც კრეატიული ინდუსტრიის ბევრისთვის ცნობილმა სახეებმა, ეკა ყიფიანმა, სანდრო ციცქიშვილმა, გიორგი ტაბატაძემ და ვასკა ჩუბინიძემ დააფუძნეს. Supermarket კრეატიულ ბაზარსა და “ფრილანსერებს” (თვითდასაქმებულ კრეატორებს) დასაქმების განსხვავებულ მოდელს სთავაზობს. სააგენტოს შექმნის იდეასა და მიდგომებზე BM.GE-სთან ეკა ყიფიანმა ისაუბრა.
