თუ ზურგი ხშირად გაწუხებთ და ტკივილის შესამსუბუქებლად არაერთი მეთოდისთვის მიგიმართავთ, წარმოიდგინეთ, ტკივილი სულ რაღაც 20 წუთში თავისით რომ გაქრეს. თანაც ამისთვის არაფერი რომ არ გჭირდებოდეთ, უბრალოდ ჟილეტის ჩაცმის გარდა… ეს კი ზუსტად ის არის, რასაც The Super Vest გვპირდება — თუ ამ ჟილეტს დღეში მხოლოდ 20 წუთის მანძილზე ჩაიცვამთ, მთლიან სხეულს არსებული დისკომფორტისგან გაათავისუფლებს და ასე ძვირადღირებულ ფიზიკურ თერაპიის სესიებსაც აგარიდებთ თავიდან.
ჟილეტი მასაჟის მსგავს ელექტრო პულსების კომბინაციას აერთიანებს, კურნავს ინფრაწითელი სხივებით და ათბობს, რათა გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა. იმდენად კომფორტულია, რომ საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ მისი თერაპიული სარგებელი ნებისმიერ ადგილზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სახლი იქნება, ოფისი თუ სხვა ადგილი, უბრალოდ ჩაიცვით და შეარჩიეთ კომფორტის 16 რეჟიმიდან თქვენთვის სასურველი. კონტროლერი დაწყებული მსუბუქი მასაჟებიდან, დამთავრებული ძლიერი ვიბრაციებით, ნებისმიერ რაიმეს გთავაზობთ.
საკმაოდ პრაქტიკულიცაა, სუნთქვადი, წელვადი ნაჭრისგან დამზადებული და ნახშირბადის გამათბობელი ფენაც აქვს ვერცხლის ბოჭკოებთან ერთად. ელასტიკურობითაც გამოირჩევა, აღჭურვილია ჩაშენებული კაბელებითა და ტემპერატურის კონტროლირებადი დანადგარით. შესაბამისად, ზომების ფართო არჩევანსაც გვთავაზობენ 4XS-დან 7XL-მდე, რაც მიზნად ისახავს, სრული შვება მოუტანოს ყველას, ვინც მას ჩაიცვამს.
Kickstarter-ზე წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია შეზღუდული დროით იგი 99 დოლარი ეღირება, ოფიციალური გამოშვების შემდეგ კი ფასი 199 დოლარამდე გაიზრდება.