Stranger Things-ის ახალ სეზონში მსახიობი ციფრულად გააახალგაზრდავეს — როგორ

Stranger Things-ის ფინალური სეზონის პირველი 4 სერია უკვე გამოვიდა. მე-5 სეზონი იმ ამბით იწყება, რომელიც პერსონაჟ უილიამ ბაიერსს “თავდაყირა” სამყაროში გადახდა, ანუ რამდენიმე წლით ადრე.
ვინაიდან ამ პოპულარული სერიალის გადაღებები წლებია, მიმდინარეობს, მსახიობი ნოა შნაპი, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაიზარდა. ამერიკულ მედიასაშუალება Salon-ის ინფორმაციით, ამის გამო მისი ციფრულად გაახალგაზრდავება გახდა საჭირო. საქმე ისაა, რომ პერსონაჟის პარალელურ სამყაროში მოხვედრის გადაღებისას ნოა 10-11 წლის იყო, ახლა კი უკვე 21-ისაა.
Deadline-ის ცნობით, პერსონაჟის ადრინდელი თავგადასავლის საჩვენებლად გადაღებებში მონაწილეობა ახალგაზრდა მსახიობმა, ლიუკ კოტოკეკმა, მიიღო. შემდეგ ვიზუალურ ეფექტებზე მომუშავე კომპანია Lola-მ მისი სახე შნაპის ციფრულად გაახალგაზრდავებული სახით ჩაანაცვლა. გასათვალისწინებელი იყო გარემოც, რადგან “თავდაყირა” სამყარო ბნელი და პირქუშია.
შნაპს მოუწია, რომ ლიუკს როლის შესრულებაში დახმარებოდა, რათა პერსონაჟის საშიში თავგადასავალი ხელახლა წარმოეჩინათ. ამისთვის მსახიობს სუნთქვა, მოძრაობა და ყველა დეტალი უნდა გაეხსენებინა და ახალგაზრდა კოლეგისთვის გაეზიარებინა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტექნოლოგია შოუში პირველად არ გამოუყენებიათ. წინა სეზონში იგივე მეთოდს მიმართეს პერსონაჟ 11-ის (ჯეინი) შემთხვევაშიც, რომლის როლსაც მილი ბობი ბრაუნი ასრულებს. მაშინ წარსულის ამსახველ სცენებში მარტი ბლერმა ითამაშა.
“შესაძლოა, ‘თავდაყირა’ სამყაროში დრო უჩვეულოდ გადიოდეს, მაგრამ მსახიობთა ჰორმონებს ეს არ ადარდებს. ასეთია ბავშვებზე გადაღებული ხანგრძლივი სერიალების ბედი, რადგან ისინი ბიოლოგიასთან მარცხდება”, — წერია Salon-ის სტატიაში.
ჯერჯერობით უცნობია, ვიხილავთ თუ არა სხვა მსახიობების ციფრულად გაახალგაზრდავებულ ვერსიებს ფინალურ სეზონში.
· გადახედვა მეცნიერება FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა — რა აჩვენა ექსპერტიზამ FBI-მ თოვლის კაცზე ოფიციალური ფაილები გამოაქვეყნა — რა აჩვენა ექსპერტიზამ
· გადახედვა მეცნიერება რატომ ეშინიათ ადამიანებს გველების რატომ ეშინიათ ადამიანებს გველების
· მეცნიერება შეიხედეთ წყალი “მთის” ქარხანაში: როგორ მზადდება და რა გზას გადის წყალი ბოთლებში მოხვედრამდე შეიხედეთ წყალი “მთის” ქარხანაში: როგორ მზადდება და რა გზას გადის წყალი ბოთლებში მოხვედრამდე
· გადახედვა მეცნიერება მსოფლიოში ყველაზე პატარა მაიმუნი — რა უნდა ვიცოდეთ ჯუჯა მარმოსეტზე მსოფლიოში ყველაზე პატარა მაიმუნი — რა უნდა ვიცოდეთ ჯუჯა მარმოსეტზე
· გადახედვა კიბერ უსაფრთხოება ამ ყალბ პორნოსაიტებზე დაჭერით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ — რა ვიცით ახალ ჰაკერულ სქემაზე ამ ყალბ პორნოსაიტებზე დაჭერით კომპიუტერს საფრთხეში ჩავაგდებთ — რა ვიცით ახალ ჰაკერულ სქემაზე