STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება – „“, განათლების მთავარი მხარდამჭერი

„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. ხოლო იმისთვის, რომ 2025-2026 წლის ოლიმპიადის მონაწილეებმა უკეთ გაართვან თავი ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს, მოსწავლეებთან წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები იმართება.
კონსულტაციის ფარგლებში:
· მოსწავლეებიგაეცნობიანოლიმპიადისამოცანებისსტრუქტურას;
· შეისწავლიანამოხსნისმეთოდებს;
· გაიგებენ, როგორგამოიყენონლოგიკადაანალიტიკურიაზროვნებაამოცანებისეფექტურადამოსახსნელად.
კონსულტაციებს ჩაატარებენ კომაროვის ფიზიკის და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელები.
პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 27 დეკემბერს ფიზიკაში, 28 დეკემბერს კი მათემატიკაში გაიმართება.
ინფორმაციისთვის, „“, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
ოლიმპიადა სამ ტურად იმართება: ონლაინ ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. ტესტირების შედეგად ონლაინ ტურში მონაწილე სკოლების 50% გადადის პირველ ტურში. პირველი ტური უკვე ფიზიკურ ფორმატში ტარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში ასპარეზობენ.
ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან.
„საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
„საქართველოს ბანკის“ მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე