საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM-ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM-მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
STEM-ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კი თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
ოლიმპიადა ორ ტურად იმართება:
- თეორიული ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ფინალურ ტურში ასპარეზობს;
- ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM-დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM-ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge




