Stellantis-მა 250 000 მანქანის შეკვეთა მიიღო იმ კომპანიისგან, რომელმაც Tesla-ზე უარი თქვა

საავტომობილო კორპორაცია Stellantis-მა და ევროპის უმსხვილესმა ავტომობილების გაქირავების კომპანია Sixt-მა გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, უახლესი თაობის 250 000-მდე მანქანა შეუერთდება Sixt-ის ფლოტს. ამის შესახებ Stellantis-ის პრესრელიზშია ნათქვამი.
მრავალმილიარდ დოლარიანი შეკვეთის პირველი მიწოდება დაიწყება ამ კვარტალში. მანქანები Sixt-ს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მომდევნო სამი წლის განმავლობაში მიეწოდება.
გარიგება დაიდო რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც Sixt-მა Tesla-ს მანქანები თავისი ფლოტიდან გამორიცხა, აღნიშნავს Bloomberg.
დეკემბერში Sixt-მა განაცხადა, რომ ეტაპობრივად გააუქმებს Tesla-ს, რადგან მწარმოებლის მიერ ფასების მკვეთრმა შემცირებამ ძირი გამოუთხარა მეორადი მანქანების ფასებს, რაც მოიჯარისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.
გასული წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, Sixt-მა 190 000-ზე მეტი მანქანა გააქირავა. პრობლემებს ასევე ემატება სარემონტო ხარჯები შიდა წვის ძრავის მანქანებთან შედარებით, აცხადებენ კომპანიაში.