Stellantis-მა გადადო 2026 წლისთვის ელექტრო პიკაპის – Ram-ის გაყიდვების დაწყება და გეგმავს ჯერ ჰიბრიდული Ramcharger-ის გამოშვებას, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
ადრე იგეგმებოდა, რომ ელექტრო პიკაპი გაყიდვაში 2025 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
კომპანია ამ გადაწყვეტილებას ელექტრო პიკაპებზე მოსალოდნელზე სუსტ მოთხოვნას და ახალი ჰიბრიდული მოდელის მიმართ ინტერესის გაზრდას უკავშირებს.