Stella McCartney-მ ახალი კოლექცია ეკომეგობრული ბუმბულებითა და ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნა

პარიზის მოდის კვირეულზე Stella McCartney-მ 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია თეატრალური, ეკოლოგიურად სუფთა ჩვენებით წარადგინა. Come Together-ის შოუ, რაღა თქმა უნდა, The Beatles-ის ჰიმნით გაიხსნა. თუმცა აქ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი.
McCartney-მ კოლექციაში გამოყენებული მასალებით ორი ინოვაციის მომსწრე გაგვხადა — პირველი Fevvers-ია, ტრადიციული ბუმბულის ბიოინჟინერიით შექმნილი, მცენარეული ალტერნატივა, რომელიც ფრინველების დაზიანების გარეშე მზადდება. ასე კი გვაჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია დრამატულობის შენარჩუნება, სისასტიკის გარეშე…
მეორე PURE.TECH-ის პროგრამირებადი ქსოვილი გახლავთ, რომელიც ჰაერის დამაბინძურებლების შთანთქმისთვის არის შექმნილი. ტექნოლოგია ალდო სოლაცომ განავითარა — კატალიზსა და ფოტოკატალიზს CO₂-ისა და აზოტის ოქსიდების უვნებელ ნაერთებად გარდასაქმნელად იყენებს. ცდების შედეგად, აღნიშნული ტექსტილი მსოფლიოში, დაბინძურების შემცირების კუთხით, საუკეთესო ქსოვილებს შორის გვხვდება.
ჩვენებაზე დიზაინერმა ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული გაზეთი The Stella Times-ის ეგზემპლარებიც დაარიგა, სადაც კოლექცია იყო აღწერილი და ხაზგასმული თანამშრომლობები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიცაა ევა მენდესი, კარა დელევინი, რობინ რაიტი, ვუდის ჰარელსონი და აის სპაისი. განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილებული იყო იდეაზე, რომლის მიხედვითაც მოდამ საკუთარი როლი უნდა ითამაშოს პლანეტის გადარჩენაში და პროცესში მასზე ზიანის მიყენება უნდა აირიდოს თავიდან.
თავად McCartney-ის კოლექცია კი 98%-ით ამგვარი მასალებისგან იყო დამზადებული, სრულიად ცარიელი ტყავის, ბეწვის, ბუმბულისა და ეგზოტიკური ტყავისგან. მართალია, ამ ინოვაციებს მასშტაბირება სჭირდება დიდი შედეგებისთვის, მაგრამ ესეც უკვე წინგადადგმული ნაბიჯია…
marketer.ge