Starship-ის მესამე რაკეტას კოსმოსში 3-4 კვირაში გაუშვებენ

Starship-ის სუპერ მძიმე რაკეტის მესამე გაშვება შეიძლება 3-4 კვირაში განხორციელდეს. ამის შესახებ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა.
აღნიშნული რაკეტა მთვარეზე და მარსზე მისიებისთვისაა შექმნილი.
„Starship რაკეტა მისი მესამე გაშვებისთვის მზად უნდა იყოს 3-4 კვირაში“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ.X-ში.
მან აღნიშნა, რომ სადგური, საიდანაც Starship შაბათს გაუშვეს, არ საჭიროებს შეკეთებას და შესანიშნავ მდგომარეობაშია.
18 ნოემბერს ტეხასში SpaceX-მა Starship-ის მეორე რაკეტა გაუშვა, რაც წარუმატებლად დასრულდა. რაკეტამ განცალკევების შემდეგ სადგურთან კავშირი გაშვებიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაიკარგა ჰაერში აფეთქდა.
მრავალჯერადი გამოყენების სარაკეტო სისტემა შედგებოდა კოსმოსური ხომალდის Ship 25 და Super Heavy გამშვები მანქანისგან. მისი სიმაღლე 122 მ-ს აღწევს, ის უფრო მაღალია ვიდრე ოდესმე შექმნილი სხვა რომელიმე რაკეტა. Super Heavy ორჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე კოსმოსური გაშვების სისტემის მძიმე რაკეტა, რომელიც NASA-ს მიერ მთვარეზე პილოტირებული ფრენებისთვისაა შექმნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს