ილონ მასკის SpaceX-მა შესაძლოა Starlink-ის აქციების პირველადი განთავსება – IPO, 2024 წლის ბოლოს მოახდინოს, რათა Starlink-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანიამ მეტი მოგება ნახოს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
შეგახსენებთ, რომ IPO – Initial Public Offering აქციების პირველადი განთავსებაა, რაც კომპანიის მიერ აქციების პირველ საჯარო გაყიდვას გულისხმობს. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ, რაც უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებაში.
გამოცემის წყაროს თანახმად, SpaceX-მა Starlink-ის აქტივები შვილობილ კომპანიას გადასცა, რომელიც საბოლოოდ IPO-ს დროს გამოეყოფა Starlink. დღეის მდგომარეობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ამიტომ შესაძლებელია, რომ SpaceX-მა ეს განყოფილება შეინარჩუნოს.
მასკმა X-ში დაწერა, რომ ბლუმბერგის ინფორმაცია მცდარია. თუმცა, მან 2020 წელ თავად გამოაცხადა, რომ Starlink IPO-ს განხორციელებას რამდენიმე წელიწადში აპირებდა.
2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, Starlink-ს დედამიწის ორბიტაზე არსებული ყველა აქტიური თანამგზავრის უმრავლესობა უკავია.