Starlink-ის ტერმინალები შავ ბაზარზე მთელ მსოფლიოში გავრცელდა

ილონ მასკის SpaceX-ის ტექნოლოგია Starlink ისეთ ქვეყნებში ვრცელდება, სადაც არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები თანამგზავრული სერვისებით სარგებლობის შესახებ: მაგალითად, სუდანი, იემენი და სამხრეთ აფრიკა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
კერძოდ, საუბარია ქვეყნებზე, სადაც რეპრესიული, არადემოკრატიული რეჟიმებია. მაგალითად, იემენი და სუდანი. როგორც წესი, ეს არის უხარისხო ინტერნეტის რეგიონები, სადაც საჭიროა მაღალსიჩქარიანი და საიმედო კავშირი.
სუდანში ერთ წელზე მეტია სამოქალაქო ომშია და მეამბოხეები ლოგისტიკისთვის Starlink სისტემას იყენებენ. რეგულარული ინტერნეტი სუდანში რამდენიმე თვეა აღარ არის.
ტერმინალები ვენესუელაშიც აღწევს, რომელიც -ს სანქციების ქვეშ იმყოფება. თუმცა ინტერნეტის დაფარვის რუკაზე არ არის მითითებული, რომ ამ ქვეყანაში თანამგზავრები მუშაობენ.
სამხრეთ აფრიკაში Starlink-ით ვაჭრობა ხდება სოციალური ქსელების სპეციალური ჯგუფების მეშვეობით. გამყიდველები სთავაზობენ იყიდონ Starlink-, რომელიც გააქტიურებულია მეზობელ მოზამბიკში, სადაც მათი გამოყენება ლეგალურად ითვლება. აკრძალვის თავიდან აცილება ასევე შესაძლებელია საერთაშორისო ბარათით გადახდით – აცხადებენ სააგენტოს წყაროები. ანალოგიურ ქმედებებს ახორციელებენ რითეილერები მთელს მსოფლიოში.
ავსტრალიის ინსტიტუტის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში უფროსმა თანამშრომელმა ემა შორტისმა განაცხადა რომ ეს ვითარება „შემაშფოთებელია, რადგან არავინ აგებს პასუხს იმაზე, თუ ვის აქვს წვდომა ტერმინალებზე და როგორ გამოიყენება ისინი“.