Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემების შესაძენად ს 3.5 მილიონ ევროს გამოუყოფს

Starlink-ის საკომუნიკაციო სისტემების შესაძენად ს 3.5 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ს IT შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა აღნიშნა, უკრაინამ თავად აცნობა მათ Starlink-ის კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო მხარდაჭერის შესახებ.
“გასაგებია, რომ ეს მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარებაა, რომელსაც შესამჩნევი ეფექტი აქვს ბრძოლის ველზე. Starlink-ის შესაძლებლობა განსაკუთრებით კრიტიკულია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა აპირებს დრონების ქვედანაყოფების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდას, რასაც მაღალი სიმძლავრის ინტერნეტ-კავშირი ესაჭიროება,“ — განაცხადა პევკურმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ყოველდღიურად იბრძვის მთელი ევროპის, მათ შორის ესტონეთის, თავისუფლებისთვის.
„ამიტომ, შეიარაღების გარდა, საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერაც კრიტიკულია, და მიხარია, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას IT შესაძლებლობების გაძლიერებაში და ამით გავზარდოთ მათი გამარჯვების შანსები ომში, რომელიც ყოველდღიურად ასობით სიცოცხლეს იწირავს,“ — დასძინა პევკურმა.
Starlink-ის ერთობლივი შესყიდვისთვის განკუთვნილი თანხები მიმართული იქნება IT კოალიციის გავლით, რომელსაც ესტონეთი და ლუქსემბურგი ხელმძღვანელობენ.
formulanews.ge