Spotify-მა რუსეთში მუშაობა ოფიციალურად შეწყვიტა

სტრიმინგ მუსიკალურმა სერვისმა Spotify-მ რუსეთში ფუნქციონირება ოფიციალურად შეწყვიტა.
ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთში სტრიმინგ მუსიკალური სერვისის Spotify-ის ერთადერთმა იურიდიულმა პირმა შპს Spotify-მ ფუნქციონირება შეწყვიტა. იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ორგანიზაცია 14 დეკემბერს იქნა ლიკვიდირებული.
ლიკვიდაციის შესახებ განცხადება 2023 წლის თებერვალში გაიგზავნა, ხოლო თავად სამსახურმა რუსეთში მუშაობა 2022 წლის აპრილში შეწყვიტა.
დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Spotify პერსონალის 17%-ს – 1500 თანამშრომელს ათავისუფლებს, რაც მესამე მასშტაბური პერსონალის შემცირება იყო ერთი წლის განმავლობაში. აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ეკმა ეს ნაბიჯი დიდ დანაკარგებს და ხარჯების შემცირების აუცილებლობას მიაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს – ირაკლი კობახიძე